ტრენინგკურსი „კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება“

2026 წლის 1 მაისიდან 4 ივნისამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგკურსი „კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა“, რომლის მიზანი იყო დოქტორანტებისთვის ეთიკური კვლევითი პრაქტიკების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და კეთილსინდისიერების პრინციპების გაღრმავება. ტრენინგს ესწრებოდნენ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის, ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის და სამართლის სკოლის 31 დოქტორანტი.

ტრენინგი მოიცავდა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა, მონაცემთა მართვა, სამეცნიერო პუბლიკაციების ეთიკა, ღია მეცნიერება, ასევე პლაგიატისა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მექანიზმები.

კურსს უძღვებოდნენ მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სრული პროფესორები ჯანა ჯავახიშვილი და ნინო ჯავახიშვილი,  ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი გიგა ხოსიტაშვილი.

ტრენინგკურსი შემუშავებულია ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში. პროექტის ძირითადი მიზანი უნივერსიტეტებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესებაა.

2026

გაიგე მეტი

გაიგე მეტი