თეგეტა მოტორსი აცხადებს ვაკანსიას გარემოს დაცვის სპეციალისტის პოზიციაზე

თეგეტა მოტორსი აცხადებს ვაკანსიას გარემოს დაცვის სპეციალისტის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: თბილისი. სათაო ოფისი

ძირითადი მოთხოვნები:

  • გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი გარემოს დაცვის სფეროში.
  • განათლება: ხარისხი პროფესიული; ბაკალავრი.
  • ენები: ქართული – დამწყები; ინგლისური – კარგი

უნარები:

  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • ვერბალური კომუნიკაციის უნარი
  • წერითი კომუნიკაციის უნარი
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი

დამატებითი მოთხოვნები:

  • სასურველია პროფესიული განათლება შრომის უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვაში;
  • სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების დაცვის, გარემოს დაცვის ან საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების სერთიფიკატი (მაგ: NEBOSH, IOSH, ILO);
  • შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მოქმედი რეგულაციების, სტანდარტების და საკანონმდებლო ბაზის ცოდნა;
  • სასურველია ტექნიკური ინგლისური ენის ცოდნა
  • MS Office-ის კარგი ცოდნა.

სამუშაოს აღწერა:

  • გარემოს დაცვის პოლიტიკის, პროცედურებისა და პროგრამების შემუშავებაში ჩართულობა, დანერგვა და მხარდაჭერა;
  • შესაბამისი რეგულაციების გადახედვა და დოკუმენტაციის რეგულარული განახლება კანონმდებლობასთან შესაბამისობის მიზნით;
  • თანაბარი მონაწილეობა დასაქმებულებთან ერთად საფრთხეების იდენტიფიცირებაში, რისკების შეფასებასა და საკონტროლო ღონისძიებების გატარებაში;
  • ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის, პირველადი სამედიცინო დახმარების მიწოდების და უსაფრთხოების სხვა მოწყობილობებისათვის საჭირო ადგილების განსაზღვრა, მოწყობა და პერიოდული შემოწმება;
  • სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევების, პროფესიული დაავადებებისა და საშიში შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება;
  • საჭიროების შემთხვევაში, პირველადი/მიმდინარე/რიგგარეშე ტრენინგების ჩატარება შრომის უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვაში;
  • გარემოს დაცვის შიდა და გარე აუდიტის ჩატარება და შემარბილებელი/მაკორექტირებელი ღონისძიებების გატარება;
  • საჭიროების შემთხვევაში, ყოველდღიური ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება;
  • წყლის გამოყენების სტატიკური ანგარიშგების ფორმის წარმოება;
  • გაფრქვევების ელექტრონული ანგარიშგება;
  • ნარჩენების განთავსება, მართვა და კონტროლი;
  • ნარჩენების მართვის ელექტრონულ სისტემაში მუშაობა;
  • გარემოსდაცვითი მონიტორინგის წარმოება და ანგარიშის მომზადება.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს.

განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 21 დეკემბერი, 2018 წ.

 

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი