სტაჟირების კონკურსი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში

გაცნობებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს სტაჟირების კონკურსს, რომელიც მიზნად ისახავს სამინისტროს ცენტრალური აპარატის დიპლომატიურ დეპარტამენტებში, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურში სტაჟიორთა აყვანას.

სტაჟირება დაიწყება არაუგვიანეს 2019 წლის 1 აპრილიდან.

საგარეო საქმეთა სამინისტროში სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

 სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს  ქმედუნარიან  მოქალაქეს,  რომელიც  ფლობს სახელმწიფო  ენას,  არის  უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განაცხადის გასაგზავნად თქვენი ელექტრონული რეზიუმე უნდა დააგენერიროთ  საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე www.hr.gov.ge


ვაკანსიების
შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შესაბამის ბმულზე:

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის სტაჟიორი

ცენტრალური აპარატის სტაჟიორი

ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის სტაჟიორი

გისურვებთ წარმატებას. 

სხვა ვაკანსიების მისაღებად დარეგისტრირდით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაზე UNIJOBS

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი