სტაჟირება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ადმინისტრაციაში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ადმინისტრაცია აცხადებს სტაჟირებას 2015 წლის ერთიანი ეროვნული და ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის პროცესში მონაწილეობის მისაღებად.

სტაჟირების პირობები

  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 10
  • სტაჟირების ვადა – 2015 წლის 10 აგვისტოდან 2 ოქტომბრის ჩათვლით
  • გაიცემა სერტიფიკატი
  • ტაჟირება არაანაზღაურებადია

სტაჟიორის ფუნქციები

2015 წლის ერთიანი ეროვნული და ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ ბაკალავრთა და მაგისტრანტობის კანდიდატთა სარეგისტრაციო პროცესში მონაწილეობა, კერძოდ: სარეგისტრაციო ბაზაში მონაცემების შეყვანა; ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ასისტირება; საინფორმაციო შეხვედრებისას სტუდენტთა დახმარება; სატელეფონო და ზეპირი საინფორმაციო ხასიათის კონსულტაციების გაწევა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სწავლების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს, ასევე 2014-2015 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს.

გთხოვთ, თქვენი CV და სამოტივაციო წერილი გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  vacancy@iliauni.edu.ge

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 30 ივლისი.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი