სტაჟიორი მარკეტინგისა და მომსახურების განვითარების სამსახურში (დიზაინის მიმართულება)
მინიმალური განათლება – სტუდენტი
ფუნქციები
- ბეჭდვითი და ელექტრონული მასალების დიზაინის მომზადებასა და კორექტირებაში მონაწილეობა;
- სოციალური ქსელებისთვის აუცილებელი ვიზუალური მასალის შექმნაში მონაწილეობა;
- სუვენირების დიზაინის შემუშავებაში მონაწილეობა;
- პრეზენტაციებისა და ელექტრონულად გამოსაყენებელი სხვა მასალის ელექტრონული დიზაინის შემუშავებაში მონაწილეობა.
საკონკურსო თემატიკა
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“.
- სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 15 იანვრის №35/ს ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის ფილიალებისა და სატელეფონო ცენტრის მომსახურების ხარისხის სტანდარტი;
- სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფცია;
- ზოგადი ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ სერვისების შესახებ.
- საკონკურსო თემატიკით გათვალისწინებული ინფორმაცია და სამართლებრივი აქტები ხელმისაწვდომია სსიპ იუსტიციის სახლის ვებგვერდზე www.psh.gov.ge
კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები
პროგრამის დასახელება
- Microsoft Office Word
- Microsoft Office Excel
- Microsoft Office PowerPoint
- Adobe Photoshop
- illustrator
- InDesign
დამატებითი მოთხოვნები
- აუცილებელია კანდიდატი იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი;
- აუცილებელია ქართული ენის C1 დონეზე ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ან/და სხვა უცხო ენის ცოდნა(B2 დონე)
- სასურველია 3D MAX-ის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია
- აუცილებელია, კანდიდატმა რეკომენდატორების გრაფაში მიუთითოს მინიმუმ 1 რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია.
- ასევე აუცილებელია სათანადო ველში კანდიდატმა ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა უნივერსიტეტიდან.
- კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა სავალდებულოა შეავსონ სამოტივაციო წერილის ველი;
- სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 თვიდან 6 თვემდე ვადით, საწყის ეტაპზე სტაჟირების პირველი 3 თვე არა ანაზღაურებადია. სტაჟირების პროცესში მიღებული ცოდნისა და გამოვლენილი უნარების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს გაუგრძელდება სტაჟირების ვადა დამატებით 3 თვე. სტაჟირების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, სტაჟირება იქნება ანაზღაურებადი. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება 400 ლარის (დარიცხული) ოდენობით.
- წერითი დავალება გულისხმობს ტესტირებას ზოგად უნარებში და ქართულ ენაში;
- გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის აპლიკანტები, რომლებიც გადალახავენ ტესტირების 70%-იან ბარიერს, ანუ ტესტირებაში მაქსიმალური 80 ქულიდან მიიღებენ 56 ქულას და მეტს.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
- საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.
- კონკურსის ეტაპები
- განცხადების გადარჩევა
- წერითი დავალება
- გასაუბრება
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გააკეთეთ განაცხადი შემდეგ ბმულზე
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 23.03.2019
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, სანაპიროს ქ. №2
საკონტაქტო ტელეფონები
595 08 79 93
[wpai_display_imported_files_here]
