ბიდიო არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 162 ქვეყანაშია წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში ლიდერი, მე-3 პოზიცია უკავია წამყვან აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.
ვაკანსიის დასახელება
სტაჟიორი, ბიზნეს სერვისების და აუთსორსინგის განყოფილება
ხანგრძლივობა
6 თვე – კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში
სამუშაო საათები
სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი – პარასკევი
აღწერა
ფუნქცია/მოვალეობები
- ბუღალტრული გატარებების წარმოება ადგილობრივ პროგრამაში
- ინფორმაციის გადამოწმება/დადარება პირველად წყაროსთან
- სამუშაო ფაილების აწყობა/გადაწყობა/დადარება Excel – ის პროგრამაში
- სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა
- სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
მოთხოვნები:
- განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით – სასურველია ფინანსური აღრიცხვის ან ბუღალტერიის სპეციალობით (კურსდამთავრებულები და მაგისტრატურის სტუდენტები);
- ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია), რუსულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.
ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
- ტესტირება
- გასაუბრება
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „სტაჟიორი – აუთსორსინგი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 10.04.2019
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.
[wpai_display_imported_files_here]
