საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კანცელარიის განყოფილებაში მიმღების თანამშრომლის პოზიციაზე.

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას  კანცელარიის განყოფილებაში მიმღების თანამშრომლის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სხვადასხვა ორგანიზაციებიდან შემოსული კორესპონდენციის მიღება და კანცელარიის განყოფილებისთვის დროულად გადაცემის უზრუნველყოფა;
  • შემოსული დოკუმენტაციის გადამოწმება.
  • მოქალაქეების, ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების მიღება და კანცელარიის განყოფილებისთვის დროული გადაცემის უზრუნველყოფა;
  • მოქალაქეების ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა
  • ეროვნულ ბანკში მოსული სტუმრების დახვედრა და საშვებით უზრუნველყოფა;
  • ეროვნულ ბანკში შექმნილ ცხელ ხაზზე დროული და კომპეტენტური პასუხის გაცემა.
  • დროული და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება.
  • მოქალაქეებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის კომპეტენციის ფარგლებში  ახსნა–განმარტების მიცემა.
  • სათანადო დახვედრა და სტუმრების დაკვალიანება.

კომპიუტერული პროგრამები:

  • MS Windows, , MS Excel, MS Word, MS Outlook.

უცხო ენები:

  • ინგლისური
  • რუსული

პრიორიტეტული უნარები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება
  • კომუნიკაბელურობა
  • გუნდური მუშაობა;

სასურველი უნარები:

  • ორგანიზებულობა
  • ინსტრუქციებითა და პროცედურებით ხელმძღვანელობა
  • გამართულად წერა
  • გამართულად საუბარი

ანაზღაურება: 300 ლარი

სამუშაო საათები: 09:00–18:00, შესვენება: 13:00–14:00.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 6 დეკემბერი.

ადგილმდებარეობა: სანაპიროს ქუჩა #2, 0114 თბილისი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე:  uni-jobs@iliauni.edu.ge  და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „სტაჟირება ეროვნული ბანკის კანცელარიაში.“ 

 

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი