საინფორმაციო შეხვედრა პოლონეთში სწავლის შესაძლებლობების შესახებ

პირველ მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა სილეზიის უნივერსიტეტის (პოლონეთი) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელთან, რომელიც გამართავს პრეზენტაციას პოლონეთში სწავლის გაგრძელებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის.

შეხვედრაზე განხილული იქნება სილეზიის უნივერსიტეტში სწავლისა და სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობები. დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ სილეზიის უნივერსიტეტის მიერ პოლონურ და ინგლისურ ენაზე შემოთავაზებული სასწავლო პროგრამებსაც.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 1-ლი მაისი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი