„როუზბადის“ ვაკანსია მენეჯერის თანამდებობაზე

კომპანია „როუზბადი” ქართული პრემიუმ წინდების ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის ბამბუკის, დავარცხნილი ბამბისა და ბამბის წინდებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ბრენდის განვითარების დაგეგმვა და ანალიზი;
  • მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება/შენარჩუნება;
  • გაყიდვების სტიმულირება;
  • არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან ურთიერთობა, მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების გაფორმება/განახლება;
  • პრომო აქციების დაგეგმვა და მართვა;
  • სოციალური მედიის მართვა;
  • კონსულტანტების კონტროლი;
  • მარაგების კონტროლი;
  • ობიექტების მონიტორინგი;
  • ყოველკვირეული/ყოველთვიური ანგარიშების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების და/ან მსგავს დარგში;
  • აუცილებელია სულ მცირე 1-წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე.

ძირითადი უნარ-ჩვევები:

  • დაგეგმვისა და მართვის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პრეზენტაციის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გაგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: rosebudsocks327@gmail.com

განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 30 აპრილი, 2019 წელი

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი