Rossoft– ანაზღაურებადი სტაჟრება დეველოპერის პოზიციაზე

კომპანია Rossoft აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას 1C ERP Solutions დეველოპერის პოზიციაზე.

კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში.

კომპანიის შესახებ:

კომპანია Rossoft წარმოადგენს 1C-ის მაღალხარისხიანი სისტემების, ERP გადაწყვეტილებების პროვაიდერს საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე.

კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნესის პროცესების სისტემატიზებული მართვის განვითარებას, ხოლო მიზანი 1C-ის პლატფომაზე არსებული უახლესი პროგრამული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომის ზრდა და საქართველოში ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა.

ფუნქცია-მოვალეობები, ანუ ჩვენ შეგასწავლით:

  • პროგრამირებას 1C-ის უახლეს 8.3 პლატფორმაზე არსებულ სხვადასხვა ტიპის ERP გადაწყვეტილებაში;

  • სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა;

  • კონფიგურაციაზე მუშაობა, აწყობა, ადმინისტრირება;

  • დამატებითი ანგარიშების, დამუშავებების, საბეჭდი ფორმების შექმნა;

  • კონფიგურაციის აწყობა, შემუშავება, დანერგვა, განახლება, მოდელირება, მხარდაჭერა;

  • საპროექტო სამუშაოების ორგანიზება, მონაცემების შეგროვება, ტესტირება;

  • პროგრამის სტანდარტული ფუნციონალის მოდიფიცირებები პროგრამული კოდის დონეზე;

  • ტექნიკური დავალებების მომზადება პროექტების ჭრილში;

  • სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის დავალების შესრულება.

პოზიციისთვის საჭირო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში (განიხილებიან მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებიც);

  • MS Office-ის  პროგრამების ცოდნა;

  • რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა (წერითი უნარი), ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

  • პროგრამული ენების ცოდნა (C++, Java, C#)  ჩაითვლება უპრატესობად;

  • მონაცემთა ბაზების კომპიუტერული ენის SQL-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული უნარები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • აქტიურობა და მიზანმიმართულობა.

სამუშაო პირობები:

ადგილმდებარეობა ქ.თბილისი, დავით გამრეკელის №2, აქსისის ბიზნესცენტრი

სამუშაო საათები სრული სამუშაო განაკვეთი , 10:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი.

ხანგრძლივობა 3 თვე; კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში.

ანაზღაურება ფიქსირებული, კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: info@rossoft.ge.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ „1C ERP Solutions დეველოპერი“.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი