5 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ქართულ-ირლანდიური სავაჭრო პალატის პროექტის ფარგლებში, ირლანდიის სასწავლებლებისა და სავაჭრო პალატის წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ ილიაუნის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.
შეხვედრის თემაა: გაცვლითი პროგრამები ირლანდიაში
დრო: 5 მაისი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]

