პროექტ „თბილისური ეზოების“ ღია კონკურსი

კომპანია „სფერო ჰოლდინგი“ იწვევს ახალგაზრდა არქიტექტორებს პროექტ „თბილისური ეზოების” ფარგლებში გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

„სფერო ჰოლდინგი” არაერთი უნიკალური და მასშტაბური პროექტის ავტორია სამშენებლო-დეველოპერული მიმართულებით, მათ შორისაა ორი ეროვნული მოცულობის მნიშვნელოვანი პროექტი. ერთი მათგანი საქართველოს მასშტაბით დაუსრულებელ მშენებლობებს ე. წ. ბეტონის ჩონჩხებს ეხება, მეორე – თბილისის ძველი და ისტორიულად მნიშვნელოვანი უბნის, ძველი თბილისის საუკუნოვანი სახის შენარჩუნებას, რომელიც ძველი თბილისის ყველა უბანს მოიცავს, რის გამოც საზოგადოებაში ის საუკუნის პროექტად არის ცნობილი.

პროექტის შესახებ:

„თბილისური ეზოების” საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს პატრონაჟით ხორციელდება, რაც უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად გულისხმობს იმას, რომ „თბილისური ეზოების” პროექტის ფარგლებში ნებისმიერი დაგეგმვითი სამუშაო უნდა შეთანხმდეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან. განსახორციებელი პროექტი უნდა შეესაბამებოდეს ძველი თბილისის კულტურული განვითარების გეგმას.

„თბილისური ეზოების” მასშტაბურობიდან გამომდინარე, დაგეგმილია პროექტის ეტაპობრივი განხორციელება. საწყის ეტაპზე ძველ თბილისში მდებარე სრულად დანგრეული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი და მათ ადგილას ახალი შენობების მშენებლობაა დაგეგმილი ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი სტილისტიკის და არქიტექტორული ნორმების დაცვით.

კონკურსი არქიტექტორებისთვის:

კომპანია „სფერო ჰოლდინგმა” გადაწყვიტა შანსი მისცეს ნიჭიერ, ახალგაზრდა და მოტივირებულ არქიტექტორებს თავიანთი ნიჭის გამოსავლენად.

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია გაგზავნოთ ესკიზი „თბილისური ეზოების” თემატიკაზე.

კომპანია „სფერო ჰოლდინგი“ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად გამოავლენს გამარჯვებულ პროექტებს და მათ ავტორ-არქიტექტორებთან ერთად დაიწყებს მასშტაბურ პროექტზე მუშაობას.

დაინტერესების შემთხვევაში ესკიზების გადაგზავნა შეგიძლიათ ელფოსტაზე: sferodevelopment@sferoholding.ge

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი