პარიზის პასტერის უნივერსიტეტი 2018-2019 შემოდგომის სემესტრისათვის აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამაზე გამოყენებით მეცნიერებასა და ბიომედიცინაში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებსაც უკვე მინიჭებული აქვთ ან მიენიჭებათ მაგისტრის (ან ეკვივალენტური) ხარისხი სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში არაფრანგული უნივერსიტეტისგან.
კონკურსში მონაწილეობისათვის სტუდენტი უნდა დაუკავშირდეს შესაბამის ლაბორატორიას. ლაბორატორიებთან დაკავშირების ბოლო ვადაა 2 ნოემბერი, 2017 წ. კონკურსისათვის საჭირო საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა 13 ნოემბერი, 2017 წ.
პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტებისათვის საცხოვრებელ ხარჯებს, ჯანმრთელობის დაზღვევასა და სასწავლო გრანტს.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული ფაილი და პროგრამის ვებგვერდი: www.pasteur.fr/en/education/ppu
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით პროგრამის კოორდინატორს: phd@pasteur.fr.
[wpai_display_imported_files_here]


