ორი ”ოქრო” და ერთი ”ბრინჯაო”

ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე დამთავრდა მძლეოსანთა საქართველოს ჩემპიონატი. შეჯიბრებაში 23 ქალაქისა და რაიონის 235 წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტსმენებიც იყვნენ, რომლებმაც ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 1500 მეტრზე რბენაში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ჩვენი სტუდენტი მერაბ ქინიძე. მან დისტანცია 3 წუთსა და 55 წამში დაფარა. მასვე ერგო „ბრინჯაო“ 800 მეტრზე რბენაში (1.54,3).

ორ მეტრ სიმაღლეზე გადებულ თამასას გადაევლო ილიაუნელი ზურაბ გოგოჭური, რაც მეტოქეებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა და სტუდენტი სპორტსმენიც ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი