პოლონეთის აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტო (NAWA) ULAM-ის პროგრამის ფარგლებში აცხადებს მიღებას პოსტდოქტორანტი მკვლევრებისთვის.
პროგრამით სარგებლობისათვის აუცილებელია, მკვლევარი ფლობდეს დოქტორის ხარისხს.
სტიპენდიის ფარგლებში შესაძლებელია შემდეგი აქტივობების განხორციელება:
კვლევითი საქმიანობა;
პოსტსადოქტორო ტრენინგი;
სამეცნიერო ნაშრომის/პუბლიკაციისათვის მასალების შეგროვება;
მასპინძელ დაწესებულებაში ლექციების/კურსების გამართვა.
ვიზიტის ხანგრძლივობა შესაძლებელია იყოს 6-დან 24 თვემდე. პროგრამა ფარავს როგორც აკადემიურ საკითხებთან დაკავშირებულ, ისე საცხოვრებელ ხარჯებს.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 15 აპრილი.
[wpai_display_imported_files_here]


