შემომყვანი ტურისტული სააგენტო „მიმინო თრეველ ჯორჯია“ ეძებს კანდიდატს სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ფინანსებისა და ბუღალტერიის განყოფილებაში, დასაქმების პერსპექტივით.
ტურისტული კომპანია მიმინო თრეველი“ შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით აქტიურად ოპერირებს ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან ტურისტულ პაკეტებს, მათ შორის კომბინირებულ ტურებს კავკასიის რეგიონის მასშტაბით.
ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:
ფინანსებისა და ბუღალტერიის მიმართულებით მიმდინარე ოპერაციებსა და პროცესებში მონაწილეობის მიღება
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება; განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- კომუნიკაბელური;
- მოლაპარაკებების წარმოებისა და კლიენტის დარწმუნების უნარი;
- გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული;
- ინიციატივიანი;
- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
რას გთავაზობთ ჩვენ:
- ანაზღაურება სტაჟირების ფარგლებში: 300 ლარი (ხელზე ასაღები);
- სტაჟირების პერიოდი: 3 თვე;
- სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში, დასაქმების პერსპექტივა;
- პროფესიული ზრდა;
- სასიამოვნო და მეგობრული გუნდი და სამუშაო ატმოსფერო;
- სხვადასხვა სახის აქტივობები გუნდის შესაკავშირებლად (Team Building Activities);
თუ თვლით, რომ თქვენი პერსონალური თვისებები და პროფესიულ/ენობრივი კვალიფიკაცია თავსებადია მოცემულ მოლოდინებთან, გთხოვთ, თქვენი მონაცემები გაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@miminotravel.com
დედლაინი: 22 ნოემბერი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად, გადარჩეულ თავსებად აპლიკანტებს მიიწვევენ ინტერვიუზე, ოფისში.
„მიმიონ თრეველი“ მადლობას გიხდით არსებული ღია პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
[wpai_display_imported_files_here]


