მიკროსაფინანსო კომპანია „ ემ ბი სი“-ს ვაკანსია

მიკროსაფინანსო კომპანია „ ემ ბი სი“ დინამიკურად მზარდი ორგანიზაციაა, რომელმაც თავისი ინოვაციური მეთოდებით და განსხვავებული შეთავაზებებით სწრაფად დაიმკვიდრა თავი ქართულ ბაზარზე.  ჩვენი გუნდის მიზანია, მაღალი ხარისხის სწრაფი, სანდო, მოქნილი და ეფექტური მომსახურებით ხელი შევუწყოთ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.
ჩვენ ვეძებთ:

  • ახალგაზრდა, ამბიციურ, შრომისმოყვარე და ენერგიულ  ადამიანს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის წევრი და თავის წვლილს შეიტანს  კომპანიის განვითარებაში.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ინოვაციურ, საინტერესო და აქტიურ სამუშაო გარემოს;
  • ანაზღაურების განსხვავებულ და მზარდ  პაკეტს;
  • კარიერული წინსვლის და თვითრეალიზაციის აქტიურ შესაძლებლობას;
  • სამედიცინო დაზღვევას;
  • გუნდს, სადაც  თითოეული წევრი დაგეხმარებათ გაიზარდოთ და ჩამოყალიბდეთ პროფესიონალად თქვენს საქმეში.

ვაკანსიის დასახელება:  სავალუტო ბაზრის თრეიდერი
ადგილმდებარეობა:  თბილისი.

 ძირითადი მოვალეობები:

  • სავალუტო აუქციონებზე ელექტრონული ვაჭრობა;
  • კორპორაციული კლიენტების მოძიება და მათი მომსახურება;
  • სავალუტო ბაზრის მონიტორინგი და ანალიზი;
  •  გაწეული საქმიანობის პერიოდული ანალიზი და ანგარიშების წარდგენა მენეჯმენტთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ბიზნესის ან შესატყვის დარგებში;
  • ძირითადი, საბაზისო ფინანსური ინსტრუმენტების ცოდნა;
  • Bloomberg-ის სისტემაში ვალუტით ვაჭრობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • სწრაფად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე/CV (ფოტოსურათით) გამოაგზავნოთ  შემდეგ მისამართზე: vacancy@mbc.com.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თქვენი კანდიდატურა არ იყოს განხილული.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი