ათენში გაიმართა პროექტის Re-Direction მესამე ტრანსნაციონალური პარტნიორების შეხვედრა (TPM) რომელზეც განიხილეს პროექტის განხორციელების ეტაპები, მიღებული შედეგები და სამომავლო გეგმები. შეხვედრას მასპინძლობდა Metropolitan College.
განხილვის მთავარი თემები იყო საპილოტე გამოცდილებების შედეგები და პოლიტიკის რეკომენდაციები. აკადემიურ და პოლიტიკის შემმუშავებელ საზოგადოებებში გავლენის გასაზრდელად ასევე ყურადღება დაეთმო პროექტის მდგრადობისა და შედეგების გავრცელების სტრატეგიებს.
პროექტი “Re-direction” მიზნად ისახავს ქართულ და უკრაინულ პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვასა და გაძლიერებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასწავლო პროგრამების დიგიტალიზაციის, მდგრადობისა და ინკლუზიის კომპონენტების ინტეგრაციას.
დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ღონისძიებების გასაცნობად ეწვიეთ ბმულებს:
პროექტის ვებგვერდი: https://re-direction.org/
Facebook-ის გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=61563411968827
LinkedIn-ის გვერდი: https://www.linkedin.com/company/re-direction-project/
X-ის გვერდი: https://x.com/RE_DIRECTION_

