კორნელი კეკელიძის სახელობის სტიპენდია

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აწესებს დიდი ქართველი მეცნიერის კორნელი კეკელიძის სახელობის სტიპენდიას მაღალი აკადემიური მოსწრების ჰუმანიტარული მიმართულების მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.

სტიპენდია კონკურსის წესით გაიცემა 1 მაგისტრანტზე ან დოქტორანტზე, თვეში ერთხელ 1 სემესტრის განმავლობაში. სტიპენდიის ოდენობა შეადგენს თვეში 100 (ასი) ლარს.

სტიპენდიის მიღების მსურველებმა 2010 წლის 15 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით (ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა) 18 საათამდე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინონ:
1.    განცხადება ცენტრის დირექტორის სახელზე (ფორმა მიეწოდება კონკურსანტს ადგილზე); 
2.    პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 
3.    კალენდარული ავტობიოგრაფია (CV); 
4.    აკადემიური მოსწრების ამსახველი დოკუმენტი, დამოწმებული დეკანატის მიერ (მოეთხოვებათ მხოლოდ მაგისტრანტებს); 
5.    ორი პედაგოგის (ერთი სასურველია – სამეცნიერო ხელმძღვანელის) რეკომენდაცია, მათი საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);
6.    სამეცნიერო პუბლიკაციების ჩამონათვალი; 
7.    სამეცნიერო კონფერენციებში და პროექტებში მონაწილეობის ჩამონათვალი; 
8.    ინფორმაცია საკვლევი თემატიკის შესახებ:
•    საკვალიფიკაციო თემის რეზიუმე (1 ან 1,5 გვერდის ოდენობით); 
•    ერთ-ერთი სტატია/ნაშრომი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;
9.    ესსე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შესახებ (არაუმეტეს 2 ნაბეჭდი გვერდისა).

გამოფენისა და  განათლების დეპარტამენტი
საკონტაქტო პირები: ნესტან ბაგაური
ტელ.: 893 25 12 34
E-mail: nestan.bagauri@manuscript.ac.ge

შორენა მურუსიძე
ტელ.: 893 90 13 48
E-mail: sh.murusidze@manuscript.ac.ge

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი