თბილისის ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს კოორდინატორის ვაკანსიას.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 09:30–17:30 / შაბათი, 10:00–14:00;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. 5
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
ინდივიდუალური რიგის დაცვით შესაბამისი მიმართვის მქონე პაციენტების მიცილება საჭირო კაბინეტამდე;
მიმართვის არმქონე პაციენტების გადამისამართება რეგისტრატურაში მომსახურების სტანდარტების დაცვით;
პაციენტის ინფორმირება კლინიკისა და ექიმების სამუშაო გრაფიკის შესახებ;
საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ექიმის კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ. ასევე, პაციენტის ინფორმირება კლინიკაში არსებული ამბულატორიული სერვისების შესახებ;
დღის ბოლოს ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
პაციენტების მომსახურება სერვის პლიუსით განსაზღვრული მომსახურების სტანდარტების დაცვით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
MS Office-ს მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი;
დროის მართვის უნარი;
მოწესრიგებულობა;
ორგანიზებულობა;
პასუხისმგებლობის გრძნობა.
ანაზღაურება – 500 ლარი დარიცხული
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 01 ივნისი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hr@vivomedical.ge და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
[wpai_display_imported_files_here]


