იურისტის ვაკანსია შ.პ.ს. “ალგანი”-ში

დაცვის სამსახური შ.პ.ს. “ალგანი” აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე (სქესი: მამაკაცი).
სამუშაო საათები: 10.00 – 19.00.

ძირითადი მოვალეობები:

•    კომპანიის იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება/რედაქტირება/კორექტირება;
•    კომპანიის პარტნიორებთან და კლიენტებთან კონსულტაცია და ხელშეკრულებების გაფორმება;
•    მოლაპარაკებებში მონაწილეობა კომპანიის სახელით;
•    საჩივრების განხილვის დროს კომპანიის ინტერესების წარმოდგენა სასამართლოში, არბიტრაჟში, მესამე პირებთან.

ძირითადი მოთხოვნები:
•    უმაღლესი იურიდიული განათლება;
•    იურისტად მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება;
•    პრეზენტაბელურობა;
•    კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა;
•    გუნდური მუშაობის უნარი;
•    ინგლისურის კარგი ცოდნა;
•    საქართველოს სამოქალაქო, ადმინისტრაციული და შრომითი კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა.

საჭირო საბუთები:
•    CV ფოტოსურათით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 28 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი