ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარია აცხადებს ვაკანსიას ცხელი ხაზის ოპერატორის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სატელეფონო მომსახურება – ინფორმაციის გაცემა, ზარის შესაბამის ადრესატთან გადამისამართება;
- განცხადებების შევსებისას სტუდენტებისათვის დახმარების გაწევა;
- ელექტრონული წერილების მიღება და გაგზავნა;
- ინფორმაციის შემოწმება კანცელარიაში მოქმედი საქმისწარმოების ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის მეშვეობით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- გამართული მეტყველებისა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
სამუშაო საათები: 10:00-18:00 საათი. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ორი კანდიდატის აყვანა ნახევარ განაკვეთზე.
აღნიშნულ პოზიციაზე მოწვევის სავარაუდო ვადაა 6-9 თვე.
გამოსაცდელი ვადა ერთი თვე (ანაზღაურების გარეშე), რომლის განმავლობაშიც მიღებულ კანდიდატ(ებ)ს ჩაუტარდება შესაბამისი ტრენინგი.
ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების შესახებ შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge. ველში „თემა“ მიუთითეთ პოზიციის დასახელება – „ცხელი ხაზის ოპერატორი“.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კანცელარიის უფროსს, მაია თევდორაძეს.
ტელ.: 577 55 33 24
[wpai_display_imported_files_here]


