ილიაუნი აცხადებს მიღებას დერმატოვენეროლოგიის სარეზიდენტო პროგრამაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი აცხადებს მიღებას დერმატოვენეროლოგიის სარეზიდენტო პროგრამის 2 ვაკანტურ ადგილზე.

წარსადგენი დოკუმენტაცია

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა 9-13 ნოემბერს დოკუმენტები ელექტრონულად უნდა გაგზავნონ მისამართზე: medicine@iliauni.edu.ge.

  • განცხადება უნივერსიტეტის რექტორის სახელზე (სასურველი პროგრამის მითითებით);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის / პასპორტის ასლი;
  • დიპლომის ასლი: ერთსაფეხურიანი პროგრამით მიღებული ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ფოტოსურათი: 3X4 ზომის ელექტრონული ვერსია;
  • სამხედრო აღრიცხვის დოკუმენტი: მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის);
  • სპეციალობის მაძიებლის მოწმობა: ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სხვა სარეზიდენტო მოდულების ცნობა: ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • ინგლისური ენის სერტიფიკატი: B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL P/B ≥513, I/BT ≥65; IELTS ≥5.5; FCE), NAEC-ის ვალიდური სერტიფიკატი ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო/სამაგისტრო დიპლომი (არსებობის შემთხვევაში);
  • საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები: პრაქტიკული, კვლევითი ან სხვა შესაბამისი გამოცდილების ცნობა (არსებობის შემთხვევაში).

შესარჩევი ეტაპი და კრიტერიუმები

კანდიდატი შეფასდება და სარეიტინგო სია შედგება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგი;
  • დარგობრივი ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საექიმო პრაქტიკული/კვლევითი გამოცდილება, პუბლიკაციები და კონფერენციებზე მოხსენებები.

გასაუბრება გაიმართება 16 ნოემბრის 15:00 საათიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N45). გასაუბრების დეტალური პირობები უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება 15 ნოემბერს.

2026

გაიგე მეტი

გაიგე მეტი