Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მასთან მომიჯნავე მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების მობილობისათვის პარიზ-სერჟის ხელოვნების ნაციონალურ უმაღლეს სკოლაში (საფრანგეთი).
_____________________________________________________________________________
საუნივერსიტეტო და საკონკურსო პროცედურების ადმინისტრირების წესები და ხშირად დასმული კითხვები:
- ზოგადი ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე;
- გაცვლითი პროგრამის ადმინისტრირების წესები და პროცედურები სტუდენტებისთვის იხილეთ ბმულზე;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მონაწილე ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტის საუნივერსიტეტო პროცედურების ადმინისტრირების წესი იხილეთ ბმულზე.
- ხშირად დასმული კითხვები: FAQ
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:
- კანდიდატი უნდა იყოს ხელოვნების ან მასთან მომიჯნავე მიმართულების ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი;
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი და ირიცხებოდეს რელევანტურ საფეხურზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (განაცხადის შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ იმ საფეხურზე, რომელზეც კანდიდატი ირიცხება კონკურსის მიმდინარეობისას);
- ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტს დასრულებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 60 კრედიტი;
- ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტს არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული Erasmus Mundus ან Erasmus+ გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
- კანდიდატი უნდა ფლობდეს შესაბამის უცხო ენას მინიმუმ B2 დონეზე, რის შესახებაც მან კონკურსის პერიოდში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი (დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).
განაცხადის წარდგენა:
- კანდიდატმა განაცხადი კონკურსის ვადის დაცვით უნდა წარმოადგინოს ელექტრონულად;
- ელექტრონული განაცხადი უნდა შეივსოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელ- ფოსტის მისამართის გამოყენებით. დაუშვებელია განაცხადის შევსება პირადი ან სხვა პიროვნების ელფოსტის გამოყენებით;
- განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები. დაუშვებელია კონკურსისათვის საჭირო დოკუმენტების ეტაპობრივად გამოგზავნა. ასეთ შემთხვევაში კანდიდატი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან;
- განაცხადების შეფასება და მობილობისთვის კანდიდატების შერჩევა მოხდება მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ. კანდიდატების შერჩევისას განსაკუთრებით საყურადღებოა სტუდენტის პორტფოლიო და/ან სამაგისტრო კვლევის გეგმა (ბოლო სემესტრის სტუდენტის შემთხვევაში).
ელექტრონული განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე: https://forms.gle/13LHRsreTHrAjbTK9
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა:23 ოქტომბერი, 2020 (18:00 საქართველოს დროით)
COVID-19-თან დაკავშირებული გარემოებების გავლენა სტუდენტის მობილობაზე!
- 2020/21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მობილობის განხორციელება დამოკიდებულია შესაბამის მასპინძელ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და შესაბამის რეგულაციებზე;
- ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მასპინძელმა უნივერსიტეტმა მშობლიურ უნივერსიტეტთან შეთანხმებით შესაძლებელია გადაავადოს მობილობის განხორციელება მომდევნო სემესტრისათვის;
- ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ მობილობის მომდევნო სემესტრში გადავადების შემთხვევაში, ავტომატურად გაუქმდება იმ სტუდენტების მობილობა, რომელთაც 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულზე დამამთავრებელი სემესტრის გატარება უწევთ მასპინძელ ქვეყანაში.
ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთი დოკუმენტები:
დეტალური საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ჩამოტვირთეთ ინდივიდუალური საინფორმაციო ბროშურა:
პარიზ-სერჟის ხელოვნების ნაციონალურ უმაღლეს სკოლა
=============================
დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს
ელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge
ტელ.: (995 322) 220009 (367)
[wpai_display_imported_files_here]


