ილია აბულაძის სახელობის სტიპენდია

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აწესებს დიდი ქართველი მეცნიერის ილია აბულაძის სახელობის სტიპენდიას მაღალი აკადემიური მოსწრების ჰუმანიტარული მიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

სტიპენდია კონკურსის წესით გაიცემა 1 სტუდენტზე თვეში ერთხელ 1 სემესტრის განმავლობაში. სტიპენდიის ოდენობა შეადგენს თვეში 100 (ასი) ლარს.

სტიპენდიის მიღების მსურველებმა 2010 წლის 15 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით (ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა) 18 საათამდე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინონ:
1.    განცხადება ცენტრის დირექტორის სახელზე (ფორმა მიეწოდება კონკურსანტს ადგილზე);
2.    პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3.    კალენდარული ავტობიოგრაფია (CV);
4.    აკადემიური მოსწრების ამსახველი დოკუმენტი, დამოწმებული დეკანატის მიერ;
5.    ორი პედაგოგის (ერთი სასურველია – სამეცნიერო ხელმძღვანელის) რეკომენდაცია, მათი საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი); 
6.    სამეცნიერო პუბლიკაციების ჩამონათვალი (არსებობის შემთხვევაში);
7.    სამეცნიერო კონფერენციებში და პროექტებში მონაწილეობის ჩამონათვალი; 
8.    ერთ-ერთი მოხსენება/სტატია/ნაშრომი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს; 
9.    ესსე ილია აბულაძის შესახებ (არაუმეტეს 2 ნაბეჭდი გვერდისა).

გამოფენისა და  განათლების დეპარტამენტი
საკონტაქტო პირები: ნესტან ბაგაური
ტელ.: 893 25 12 34
E-mail: nestan.bagauri@manuscript.ac.ge

შორენა მურუსიძე
ტელ.: 893 90 13 48
E-mail: sh.murusidze@manuscript.ac.ge

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი