შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (Swiss National Science Foundation (SNSF) მიერ დაფინანსებული პროექტის „მაღალმთის ბიომრავალფეროვნება კავკასიაში და მისი ფუნქციური მნიშვნელობა“ ფარგლებში (პროექტი ხორციელდება ბაზელის უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტთან თანამშრომლობით) ეკოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ–პროფესორმა ქეთევან ბაცაცაშვილმა მონაწილეობა მიიღო 2010 წლის 14–18 ივნისს ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში გამართულ რეგიონულ ვორქშოფში / ტრენინგში: „ჰინდუ–კუშ–ჰიმალაის რეგიონის მაღალმთის ბიომრავალფეროვნების შესახებ მონაცემთა პუბლიკაცია“.
ტრენინგი მოეწყო ორგანიზაციების: International Centre for Integrated Mountain Development (ICIMOD), Global Mountain Biodiversity Assessment (GMBA), Global Biodiversity Information Facility (GBIF) მიერ.
ტრენინგში მონაწილეობის მიზანი იყო აღნიშნული პროექტის მოდულის „დიდი კავკასიონის ბიომრავალფეროვნება: ღია მონაცემთა ბაზა ბიომრავალფეროვნების მენეჯმენტის გაუმჯობესებისა და გლობალური ცვლილებების ტენდენციათა წინასწარმეტყველებისათვის“ განსახორციელებლად საჭირო მონაცემთა ბაზების გაცნობა
. ეს მოდული ითვალისწინებს საქართველოს მაღალმთის მცენარეთა თანასაზოგადოებების მრავალფეროვნების ელექტრონული არქივის შექმნას, რომელშიც თავმოყრილი იქნება ქართველი ბოტანიკოსების მიერ 50 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოს მაღალმთის მცენარეული საფრის შესახებ შეგროვილი მონაცემები.
ელექტრონული არქივი გამოქვეყნდება GBIF საერთაშორისო პორტალსა და GMBA მაღალმთის პორტალში, რაც GBIF–თან თანამშრომლობით განხორციელდება. ეს სამუშაო საქართველოს მაღალმთის მცენარეული საფრის შესახებ არსებულ მონაცემებს ხელმისაწვდომს გახდის მსოფლიო ბოტანიკური საზოგადოებისათვის.
[wpai_display_imported_files_here]

