ევროპული კვლევების საბჭოს საგრანტო კონკურსი

ევროპული კვლევების საბჭო (ERC) მე-7 ჩარჩო პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს საგრანტო პროგრამაზე – ERC Starting Independent Researcher Grant.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც მეცნიერების ნებისმიერ სფეროში მოპოვებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი (მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 10 წლის წინ).

დაგეგმილი კვლევა უნდა განხორციელდეს ევროკავშირის წევრ ან ასოცირებულ ქვეყანაში.

გრანტის ხანგრძლოვობა: 5 წელი.

დაფინანსება: მაქს. 2 მილიონი ევრო ერთი გრანტისთვის.

განაცხადების შეტანის ვადები:
–  ტექნიკური და საინჟინრო მეცნიერებები – 14 ოქტომბერი 2010, 17:00:00 (ბრიუსელის დროით)
–  სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები – 9 ნოემბერი 2010, 17:00:00 (ბრიუსელის დროით)
–  სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები – 24 ნოემბერი 2010, 17:00:00 (ბრიუსელის დროით)

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://erc.europa.eu/index.cfm
http://cordis.europa.eu/fp7/dc/index.cfm?fuseaction=UserSite.IdeasDetailsCallPage&call_id=345
ან მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთოებების სამსახურს.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი