გერმანიის ქალაქი შტუტგარტი 8 აგვისტოდან 1993 წელს დაბადებულ წყალბურთელთა ევროპის პირველობის დასკვნით ეტაპს უმასპინძლებს 16 გუნდის მონაწილეობით. მათ შორის იქნება საქართველოს ნაკრები, რომელმაც ეს უფლება საკვალიფიკაციო ტურნირში მიღწეული წარმატებით მოიპოვა.
მთავარი მწვრთნელის რევაზ ჩომახიძის და მწვრთნელ ნოდარ ჩხარტიშვილის ხელმძღვანელობით შტუტგარტში გიორგი ცანკაშვილი, ირაკლი ფავლენიშვილი, ნიკოლოზ შუბლაძე, მერაბ გელაშვილი, ვაკო დავითური, ლევან ჩიქვინიძე, გივი სულაძე, დავით კაკულია, თორნიკე სხილაძე, ალექსანდრე ურუშაძე, სანდრო ხუციშვილი, გიორგი ქართველიშვილი და ზურაბ გოჩიტაშვილი იასპარეზებენ. მათგან, გუნდის კაპიტანი ჩიქვინიძე, შუბლაძე და ხუციშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტკლუბ “ლიგამუსის” წევრები არიან. ჩვენი ბიჭები 8, 9 და 10 აგვისტოს, შესაბამისად, გერმანელ, თურქ და ხორვატ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.
[wpai_display_imported_files_here]

