კომპანია ”LTD.Chinateam” აცხადებს ვაკანსიას დამწყები პროგრამისტის თანამდებობაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია, მაძიებელი იყოს კურსდამთავრებული;
- პროგრამირების საფუძვლების ცოდნა;
- ობიექტზე ორიენტირებული პროგრამების კონცეფციის ცოდნა;
- ტექნიკური ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება;
- არსებული პროგრამული უზრუნველყოფის გასწორება და მომსახურება;
- შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავება;
- მონაცემთა ბაზების კარგი ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
- მონაცემთა დასაწყობება;
- მონაცემთა ბაზებში პროცესების ავტომატიზაცია, ოპტიმიზაცია.
პიროვნული თვისებები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე კონცენტრირება;
- გუნდური მუშაობისა და დეტალების სწრაფად ათვისების უნარი;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობისა და დროის ეფექტური მართვის უნარი;
- შედეგსა და გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულობა.
პროგრამირება:
- Javascript/jQuery, html, css-ის ელემენტარული ცოდნა
- PHP;
- Entity Framework;
- SQL, T-SQL;
სტუდენტებზე მორგებული მოქნილი სამუშაო გრაფიკი
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ CV ელმისამართზე: ltd.chinateam@gmail.com
სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის, თუმცა, თუ გაქვთ რომელიმე პროექტში მონაწილეობა მიღებული, აუცილებლად აღნიშნეთ და მიუთითეთ ბმულები.
[wpai_display_imported_files_here]


