ბაზის ბანკის ვაკანსია აღრიცხვის ავტომატიზაციის მენეჯერის პოზიციაზე

„ბაზისბანკი“ აცხადებს ვაკანსიას აღრიცხვის ავტომატიზაციის მენეჯერითანამდებობაზე. პოზიცია გულისხმობს სრულ სამუშაო განაკვეთს და საინტერესოა კურსდამთავრებულებისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

მოვალეობები:

  • ბანკში მოქმედი სააღრიცხვო სისტემის მოწესრიგება;
  • ახალი პროდუქტების, პროცესების ან ცალკეული ოპერაციების ასახვის მიზნით შესაბამისი სააღრიცხვო სქემების ჩამოყალიბება;
  • აღიცხვის პროცესში ჩაბმული ყველა სტრუქტურული ერთეულისთვის მონაცემთა ასახვის ნორმატიული დოკუმენტაციის სისტემის შექმნა;
  • მონაცემთა ბაზებში ასახული ინფორმაციის მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება და მისი საშუალებით სააღრიცხვო პროცესის მუდმივი კონტროლი;

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის / ბიზნესის / საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგებში;
  • ენები: ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (სასაუბრო, წერითი, საკითხავი)
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პროფესიული განვითარების ინტერესი;

განაცხადის შესატანად, გთხოვთ რეზიუმე გაგზავნოთ შემდეგ მეილზე: Yulya.Begiashvili@basisbank.ge

საბუთების მიღების ბოლო ვადაა:  2018 წლის 09 ნოემბერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი