იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA) 2019 წლიდან ახორციელებს სასწავლო პროგრამას “SDGs Global Leader JFY 2024-2026”, რომელიც საჯარო მოხელეებს, აკადემიკოსებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს ისწავლონ იაპონიის რომელიმე უნივერსიტეტის სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამაზე სრულიად უფასოდ.
პროგრამის ხანგრძლივობა:
მაგისტრატურა – 2 წელი
დოქტორანტურა – 3 წელი[1]
პროგრამაში მონაწილეობის წინაპირობები:
- პროგრამა განკუთვნილია ახალგაზრდა და შუახნის საჯარო მოხელეებისთვის, აკადემიკოსებისთვის და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, რომელთა საქმიანობაც უკავშირდება საქართველოში პოლიტიკური კლიმატის ჩამოყალიბებას;
- კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
- ასაკობრივი შეზღუდვა მაგისტრატურაზე სწავლის მსურველებისთვის გახლავთ 35 წელი, ხოლო დოქტორანტურაზე 40 წელი (2025 წლის 1 აპრილისთვის);
- სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველს დამთავრებული უნდა ჰქონდეს სწავლა ბაკალავრიატის საფეხურზე, ხოლო დოქტორანურაზე სწავლის მსურველებს დამთავრებული უნდა ჰქონდეთ სწავლა მაგისტრატურის საფეხურზე;
- კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას მინ. B2 დონეზე;
- შერჩეულ კანდიდატს უნდა შეეძლოს სწავლის მთლიანი პერიოდის განმავლობაში იაპონიაში დარჩენა;
- კანდიდატი არ უნდა სარგებლობდეს სხვა ტიპის სტიპენდიით.
სტიპენდიის მოცულობა:
- სწავლის გადასახადი – სრულად;
- მგზავრობის ხარჯები – სრულად;
- ყოველთვიური სტიპენდია – 117 000-148 000JPY.
განაცხადის გასაკეთებლად საჭირო დოკუმენტაცია:
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
- დიპლომი;
- ნიშნების ფურცელი;
- პასპორტის ასლი;
- 2 ფოტოსურათი (4X3 ფორმატში);
- ინგლისური ენის სერტიფიკატი;
- ცნობა ჯანმრთელობის შესახებ.
ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. აუცილებელია ქართულ ენაზე არსებული დოკუმენტების ინგლისურ ენაზე თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს. ბმულზე ნახავთ პროგრამის დეტალურ აღწერას, სააპლიკაციო ფორმას, იაპონური უნივერსიტეტებისა და მათი პროგრამების ჩამონათვალს და ყველა სხვა საჭირო დოკუმენტაციას. ბმულის გახსნისას საჭიროა შესაბამის გრაფებში შეიყვანოთ შემდეგი ინფორმაცია: Guest ID: SDG და Password: Sdg-2025
სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატურების შერჩევის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს იაპონური მხარე.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 30 ოქტომბერი.
დამატებით ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდით JICA-ს წარმომადგენელს საქართველოში: mgaloblishvili-david@jica.go.jp
[1] პროგრამის ზუსტი ხანგრძლივობა დამოკიდებულია უნივერსიტეტზე.
2024

