სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობა 2005 წლიდან გასცემს ეროვნულ სტიპენდიებს სტუდენტების, დოქტორანტების, მკვლევრების, ხელოვანებისა და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მობილობების მხარდასაჭერად.
პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ორი ტიპის მობილობა:
- მობილობა მომდევნო 2025-2026 აკადემიური წლისთვის – დედლაინი: 30 აპრილი.
- მობილობა მიმდინარე 2024-2025 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის – დედლაინი: 31 ოქტომბერი.
ყოველთვიური სტიპენდია გაიცემა შემდეგი ჯგუფებისთვის:
- ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, რომლებსაც გავლილი აქვთ უმაღლესი განათლების 3 წელი;
- დოქტორანტურის სტუდენტებისთვის;
- მკვლევრებისთვის, პროფესორებისა და ხელოვანებისთვის.
დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

