საგრანტო კონკურსი BULGARIAN DEVELOPMENT AID

გამოცხადდა ბულგარეთის  რესპუბლიკის მიერ დაფინანსებული საგრანტო კონკურსი საქართველოს მონაწილეობით.

კონკურსის მიზანია საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის მხარდაჭერა და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება.

 

პროექტი უზრუნველყოფს

  • დემოკრატიზაციის, კარგი მმართველობისა და ადამიანის უფლებების სფეროში, განსაკუთრებით კი ბავშვების, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და სხვა დაუცველი ჯგუფებისთვის, შესაძლებლობების გაძლიერებისა და განვითარების მხარდაჭერას;
  • ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების ხელშეწყობას;
  • გენდერულ თანასწორობას.

 

კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებები:

  • ინკლუზიური და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა (სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ჩათვლით);
  • საჭიროების მქონე ადამიანების დახმარება და ქალთა გაძლიერება;
  • რეგიონული (განსაკუთრებით მთიანი რეგიონების) განვითარების ხელშეწყობა.

 

პროექტი შესაძლოა მოიცავდეს შემდეგ აქტივობებს:

  • არსებული ან განახლებული ტრენინგმოდულის განვითარება;
  • შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები/ ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება პარტნიორი ქვეყნის შესაბამისი ორგანიზაციის ინტერესის გათვალისწინებით;
  • ბულგარეთის შესაბამის ორგანიზაციებში ტრენინგების გამართვა კონკრეტულ საკითხებზე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და დასაქმებულთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად პარტნიორ ქვეყანაში;
  • სემინარების, ფორუმების, კონფერენციების ორგანიზება და ჩატარება;
  • კვლევისა და სტრატეგიის განვითარება;
  • სამოქალაქო უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები;
  • საზოგადოებაში რასიზმის, ქსენოფობიის, სიძულვილის ენის, დისკრიმინაციის და არატოლერანტული  დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად მულტიკულტურული დიალოგის ხელშეწყობის ღონისძიებები;
  • ღონისძიებები სოციალური ინფრასტრუქტურის (განათლების/ჯანმრთელობის) გასაუმჯობესებლად.

 

პროექტის ბიუჯეტი

ბიუჯეტი დამოკიდებულია პროექტის მიზნებზე და მერყეობს 20 000-80 000 BGN შორის (ბულგარული ლევი, რომელიც უდრის დაახლოებით 10,210 – 40,845 ევროს).

ბულგარეთის ინსტიტუტებთან (სამინისტრო, სკოლა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ინსტიტუტები, კვლევითი ცენტრები და სხვ.) ერთობლივი საპროექტო წინადადება განიხილება პრიორიტეტულად.

საპროექტო განაცხადი შესაბამის დოკუმენტებთან ერთად უნდა გაიგზავნოს 2024 წლის 31 ივლისამდე

  • ელფოსტაზე: Bulgarian.Development.Aid.Tbilisi@mfa.gb ასევე Ivan.Ivanov@mfa.gb, ან
  • ფოსტით: ვახტანგ გორგასლის ქ. N15, 0105 თბილისი, საქართველო (ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში).

გაიგე მეტი

გაიგე მეტი