ვაკანსია საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტის გაცვლითი პროგრამების ადმინისტრირების მიმართულებით

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტის ვაკანსიას გაცვლითი პროგრამების ადმინისტრირების მიმართულებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების ადმინისტრირებაში მონაწილეობა;
  • სტუდენტებისა და თანამშრომლების კონსულტირება;
  • საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა;
  • ღონისძიებების, ინფოსესიებისა და საორიენტაციო შეხვედრების ორგანიზება;
  • გაცვლითი პროგრამის მონაწილეთა მხარდაჭერა, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • საჭიროებისამებრ სამსახურის მიერ განხორციელებულ სხვა აქტივობებში ჩართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი;
  • ინგლისური ენა (მინ. B2 დონე);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Google platforms, ZOOM).

სასურველია კანდიდატს ჰქონდეს:

  • განათლება უცხოურ უნივერსიტეტში / იყოს გაცვლითი პროგრამის მონაწილე;
  • საერთაშორისო სტუდენტებთან/ საერთაშორისო პროექტებში ან დამსაქმებელთან მუშაობის გამოცდილება.

ქცევითი კომპეტენციები:

  • ეფექტური ურთიერთობის უნარი;
  • ინტერკულტურულ გარემოში კომუნიკაციის უნარი;
  • ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართული წერითი და ზეპირი ურთიერთობის უნარი;
  • ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
  • დეტალებსა და შედეგზე ორიენტაციის უნარი;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სიახლეებისადმი ღიაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5;
  • სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 40 საათი);
  • სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • სამუშაოს დაწყების დრო: 1-ელი ივლისი, 2024

უნივერსიტეტი გთავაზობთ თავისუფალ, მრავალფეროვან და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს. რაც ასევე მოიცავს საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობასა და სამსახურებრივ მობილობას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, 23 ივნისის ჩათვლით CV გამოგზავნეთ მისამართზე:  vacancy@iliauni.edu.ge. ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტი.

კონკურსი წარიმართება 3 ეტაპად: 

  • პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე;
  • მეორე ეტაპზე, შერჩეულ კანდიდატებს ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნებათ წერილი, რომელშიც მითითებული იქნება პრაქტიკული დავალების ჩატარების თარიღი და პირობები;
  • საბოლოოდ მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატებისთვის გაიმართება გასაუბრება.

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეულ კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი