ჩინეთის მთავრობის აბრეშუმის გზის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში Capital Normal University (CNU) ჩინეთის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს საერთაშორისო სტუდენტებისათვის Belt and Road-ის ქვეყნებიდან.
სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს:
- კარტოგრაფიისა და გეოგრაფიის საინფორმაციო სისტემის სამაგისტრო/სადოქტორო კურსს (ინგლისურად)
- ხელოვნური ინტელექტის სამაგისტრო კურსს (ჩინურად)
- ქიმიის სამაგიტრო კურსს (ჩინურად)
- ტურიზმის მენეჯმენტის სამაგისტრო კურსს (ჩინურად)
- სამართლის საბაკალავრო კურსს (ჩინურად)
სტიპენდია არის სრული – ფარავს სწავლის საფასურს, კამპუსში განთავსებას, საყოფაცხოვრებო ხარჯებსა და სამედიცინო დაზღვევას.
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:
- აპლიკანტები უნდა იყვნენ Belt and Road-ის წევრი ქვეყნების მოქალაქეები
- ა) აპლიკანტებს ბაკალავრიატზე ჩინურად სწავლისთვის დასჭირდებათ HSK3 გამოცდაზე არანაკლებ 180 ქულა, ხოლო მაგისტრისა და დოქტორის საფეხურებზე – HSK4 გამოცდის არანაკლებ 180 ქულა.
ბ) ინგლისურად სწავლისთვის კი მათ უნდა წარადგინონ ინგლისური ენის დამადასტურებელი მტკიცებულება, მაგალითად IELTS-ის ან TOEFL-ის სერთიფიკატები
- აპლიკანტს უნდა ჰქონდეს კარგი აკადემიური მოსწრება
- აპლიკანტს უნდა ჰქონდეს ძლიერი საკვლევი უნარები
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 17 მაისი, 2024
კონკურსში მონაწილეობისთვის ან/და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს.

