საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ ლიეტუვის მთავრობის სტიპენდია კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად.
კონკურსი მიმდინარეობს ორ ეტაპად:
- აპლიკანტმა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა გაგზავნოს კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ელექტრონულ მისამართზე: incoming@ktu.lt.
- ამ უკანასკნელისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა.
სწავლის ხანგრძლივობა: 1-2 სემესტრი
საჭირო დოკუმენტები:
- მიმდინარე საფეხურის ნიშნების ფურცელი;
- ინგლისური ენის მინმუმ B2 დონის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი;
- რეკომენდაციის წერილი (სასურველია მომზადდეს ფორმატში);
- სასწავლო ხელშეკრულება (Conditional Agreement – შაბლონი).
სასწავლო ხელშეკრულების მოსამზადებლად იხელმძღვანელეთ კურსების კატალოგით.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 აპრილი, 2024 (ლიეტუვის დროით 16:00 საათი).
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს ან დაუკავშირდით კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს incoming@ktu.lt.

