ხაზარის უნივერსიტეტმა (აზერბაიჯანი) დაიწყო მიღება 2024-2025 აკადემიური წლისთვის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის.
დაინტერესებულ კანდიდატებს დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის შეტანა შეუძლიათ შემდეგი სტიპენდიებისთვის:
- Nailekhanim Foundation-ის სტიპენდიები ქალი აპლიკანტებისთვის, რომლებმაც უკვე დაასრულეს სწავლა ბაკალავრიატის საფეხურზე;
- უნივერსიტეტის შიდა სტიპენდია, რომლის მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენა ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 მაისი, 2024
ხაზარის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული სასწავლო პროგრამების სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს, Nailekhanim Foundation-ის სტიპენდიების შესახებ დეტალები იხილეთ ბმულზე.

