სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალის გაცვლის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში – ARISC Faculty Exchange Fellowship Program.
პროგრამა მიზნად ისახავს ამერიკულ და სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებს შორის კავშირის გაღრმავებას ინსტიტუციებს შორის აკადემიური პერსონალის გაცვლის შესაძლებლობის შექმნით.
განაცხადები მიიღება ორ ეტაპად:
- პირველი ეტაპის ბოლო ვადაა 12 აპრილი, 2024;
- მეორე ეტაპის ბოლო ვადაა 31 მაისი, 2024.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია ინსტიტუტის ვებგვერდზე: https://arisc.org/arisc-faculty-exchange-fellowship-program/
შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ინსტიტუტს ელფოსტაზე: info@arisc.org

