თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევების საბჭო (TUBITAK) აცხადებს განაცხადების მიღებას ორი საგრანტო კონკურსის ფარგლებში:
- საერთაშორისო სტიპენდია გამოჩენილი მკვლევრებისთვის;
- საერთაშორისო სტიპენდია ახალგაზრდა მკვლევრებისთვის.
ეს საგრანტო პროგრამები მკვლევრებს უზრუნველყოფს სტიპენდიით, სამოგზაურო ხარჯებით, დაზღვევითა და დღიური ხარჯით.
პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 24-დან 36 თვეს.
დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მიმდინარე წლის 30 აპრილამდე შემდეგი ელექტრონული ბმულის საშუალებით: https://tybs.tubitak.gov.tr/
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს ან გაეცანით თანდართულ დოკუმენტს.
2024

