ერთწლიანი სრული სამაგისტრო სტიპენდია დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად

საქართველოს ბანკი ქართველ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, მოიპოვონ 100%-იანი დაფინანსება დიდ ბრიტანეთში 1-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად.

დაფინანსება ფარავს არა მხოლოდ სწავლის საფასურს, არამედ ყოველთვიურ სტიპენდიას, მგზავრობას, დისერტაციის/თეზისის გრანტს, ვიზის გადასახადს და სწავლასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს.

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

  • კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • სტიპენდიატი ვალდებულია სწავლის დაბრუნების შემდეგ საქართველოში დაბრუნდეს და დარჩეს 2 წლის განმავლობაში;
  • კანდიდატს დამთავრებული უნდა ჰქონდეს სწავლა ბაკალავრის საფეხურზე;
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება (2 800 საათის ეკვივალენტი);
  • განაცხადის შეტანა შესაძლებელია 3 უნივერსიტეტში (იხილეთ ჩამონათვალი აქ), რომელთაგანაც კანდიდატს მოპოვებული უნდა ჰქონდეს ერთი მასპინძელი უნივერსიტეტის თანხმობა სწავლის თაობაზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 7 ნოემბერი, 2023 (16:00 – საქართველოს დროით).

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

 2023 წელი

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი