ტარტუს უნივერსიტეტი აცხადებს სასწავლო პროგრამას „ტექნოლოგიების გამოყენება თანამედროვე სწავლებაში“.
მონაწილეობის წინაპირობები:
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს ბაკალავრიატის დიპლომი ან მისი ექვივალენტი (ან უნდა მიიღოს მაქსიმუმ მიმდინარე წლის ივნისის დასასრულამდე) და მინიმუმ 3-წლიანი პროფესიული გამოცდილება მასწავლებლის პოზიციაზე ან თანამდებობაზე, რომელიც სასწავლო პერსონალს უწევს ზედამხედველობასა და კონსულტაციას;
- მაგისტრატურის საფეხურის დიპლომის მქონე კანდიდატებს არ სჭირდებათ სამუშაო გამოცდილების დადასტურება.
სასწავლო პროგრამა საქართველოს, სომხეთისა და მოლდოვის მოქალაქეებისთვის უფასოა.
დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ 2023 წლის 1-ელ ივნისამდე.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის წარსადგენად ეწვიეთ ბმულს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საკონტაქტო პირს: Emanuele Bardone: (emanuele.bardone@ut.ee or +372 5688 7686)
2023
[wpai_display_imported_files_here]


