რუმინეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამები 2022-2023 აკადემიური წლისათვის

რუმინეთის მთავრობა აცხადებს მიღებას სასტიპენდიო პროგრამებზე 2022-2023 აკადემიური წლისათვის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე.

საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე სწავლების ენა მხოლოდ რუმინულია, ხოლო სადოქტორო საფეხურზე – როგორც რუმინული, ისე შესაბამისი სადოქტორო სკოლის მიერ დადგენილი სხვა უცხო ენა.

მონაწილეებს, რომლებიც არ ფლობენ რუმინულ ენას, სთავაზობენ სწავლის დაწყებამდე რუმინული ენის მოსამზადებელ ერთწლიან კურსს.

გაითვალისწინეთ, რომ სტიპენდიები არ გაიცემა მედიცინის, სტომატოლოგიისა და ფარმაციის მიმართულებებზე.

კანდიდატებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ აღნიშნული ბმულის დახმარებით არა უგვიანეს 2023 წლის 1-ლი მარტისა.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

2022 წელი

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი