2023-2024 აკადემიური სასწავლო წლისათვის კატარის უნივერსიტეტმა ქართველი სტუდენტებისათვის დააწესა სასტიპენდიო პროგრამები არაბული ენის შემსწავლელ პროგრამებზე – Arabic Program for Non-native Speakers.
პროგრამის ხანგრძლივობა, ერთი აკადემიური წელი, დაყოფილია ორ სემესტრად (შემოდგომისა და გაზაფხულის).
სტიპენდია მოიცავს ვიზისა და ცხოვრების უფლებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, სწავლის საფასურს და სასწავლო მასალების ხარჯებს, ორმხრივ ავიაბილეთებს, საერთო საცხოვრებლის უზრუნველყოფას (კვებითა და სხვა აუცილებელი საჭიროებებით), დაზღვევის ხარჯებსა და 500 კატარული რიალის ოდენობის ყოველთვიურ სტიპენდიას.
პროგრამაში მონაწილეობის წინაპირობები:
- კანდიდატი უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- 18-დან 40 წლამდე;
- გასული წლების განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს მიღებული სტიპენდია იმავე პროგრამაზე (Arabic Program for Non-native Speakers) სასწავლებლად;
- უნდა ფლობდეს არაბულ ენას საბაზისო დონეზე;
- ინგლისურ ან არაბულ ენებზე უნდა შეეძლოს ურთიერთობა სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებლებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან.
განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია 2023 წლის 15 იანვრიდან 16 თებერვლამდე შემდეგი ბმულის დახმარებით.
დეტალური ინფორმაცია პროგრამასთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე.
2022 წელი
[wpai_display_imported_files_here]


