საინფორმაციო შეხვედრა ესტონური სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

27 სექტემბერს, სამშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გაიმართება ესტონური სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენელთა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან.

შეხვედრაზე საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთ შეეძლებათ გაეცნონ სასწავლო პროგრამებს, მიიღონ დეტალური ინფორმაცია დაფინანსების შესახებ და გაესაუბრონ ტალინის, ტარტუსა და ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტების წარმომადგენლებს.

დრო: 27 სექტემბერი 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: T102 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T კორპუსი
დასწრება თავისუფალია.

2022 წელი

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი