WSB უნივერსიტეტი პოზნანში ორგანიზებას უწევს სტუდენტურ საზაფხულო სკოლას შემდეგი მიმართულებებით:
- კრეატიულობა და ანტრეპრენერული მსოფლმხედველობა
- კომუნიკაცია, მულტიკულტურული და მენეჯერული კომპეტენციები
- დარწმუნება, კონფლიქტის მოგვარება და გადაწყვეტილების მიღება
- თვითორგანიზება და პროექტის მენეჯმენტი
- ჯგუფური მუშაობის ეფექტურობა და პროექტის გუნდური მენეჯმენტი
გარდა ამ სპეციალიზირებული ტრენინგებისა, მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ პოლონურ კულტურას Welcome to Poland კურსის დახმარებით.
საზაფხულო სკოლა 19-23 სექტემბერს WSB უნივერსიტეტის პოზნანის კამპუსში გაიმართება. პროექტში მონაწილეობისათვის შერჩეული სტუდენტები მიიღებენ სტიპენდიას დაახლ. 550 ევროს ოდენობით, რომელიც განკუთვნილია მგზავრობის, საცხოვრებლის, დაზღვევისა და სხვა ხარჯებისათვის.
დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/3Q3uuyC
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 15 აგვისტო.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ პროექტის კოორდინატორს, მისამართზე: spinaker@wsb.poznan.pl
2022 წელი
[wpai_display_imported_files_here]


