გამოცხადდა კონკურსი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წევრ უნივერსიტეტებში პროფესიული სტაჟირების გავლის მიზნით ფრანკოფონი სტუდენტებისთვის.
სტაჟირების ხანგრძლივობა შესაძლებელია იყოს 1-დან 3 თვემდე 2022 წლის 18 აპრილიდან ამავე წლის 17 დეკემბრამდე.
პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებულია ჯანმრთელობის დაზღვევისა და სატრანსპორტო ხარჯები; ასევე გამოყოფილია ყოველთვიური სტიპენდია.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:
- გაეცნოთ პროფესიული სტაჟირების 2022 წლის საპრეზენტაციო დოკუმენტს;
- შეავსოთ ონლაინაპლიკაციის ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე: https://formulaires.auf.org/ – Calls for tenders in progress – Professional internship mobility 2022 (Central and Eastern Europe)
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 21 მარტი.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ფრანგულ ენაზე იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3u4sMUj
2022 წელი
[wpai_display_imported_files_here]


