ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის ფონდი აცხადებს კონკურსს ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022 წლის სასტიპენდიო პროგრამებზე.
- სამაგისტრო პროგრამებისა და ინტეგრირებული კვლევების ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 420 ევროს ოდენობით და გრანტს, რომელიც უზრუნველყოფს სწავლის გადასახადის სრულად დაფარვას.
სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი
- მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების ფარგლებში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 420 ევროს ოდენობით, ხოლო დოქტორანტები – 840 ევროს. ასევე მიიღებენ გრანტს, რომელიც უზრუნველყოფს სწავლის გადასახადის სრულად დაფარვას.
სწავლის ხანგრძლივობა: 1 ან 2 სემესტრი
- ლიეტუვური ენის მოკლევადიანი სასწავლო პროგრამის სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 630 ევროს ოდენობით და გრანტს, რომელიც უზრუნველყოფს სწავლის გადასახადის სრულად დაფარვას.
სწავლის ხანგრძლივობა: 1 ან 2 სემესტრი
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://studyin.lt/scholarships/
2022 წელი
[wpai_display_imported_files_here]


