ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო (AUF) და ბუქარესტის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი მეწარმეობისა და დასაქმების შესახებ რეგიონული პროექტის ფარგლებში აცხადებენ კონკურსს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის ფრანგულენოვანი სტუდენტებისთვის. კონკურსის მიზანია ახალგაზრდა ფრანკოფონების ინოვაციური პროექტების მხარდაჭერა/გაძლიერება.
კონკურსში მონაწილეობისთვის
- კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ მაქსიმუმ 5 ფრანგულენოვანი სტუდენტისგან შემდგარი გუნდი;
- კონკურსის პერიოდში ირიცხებოდნენ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წევრ უნივერსიტეტებში (auf.org/les_membres/nos-membres/);
- ფლობდნენ ფრანგულ ენას მინიმუმ B1 დონეზე;
- შეავსონ საკონკურსო განაცხადი (თითო გუნდმა თითო განაცხადი) შემდეგ პლატფორმაზე: https://formulaires.auf.org/
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 15 თებერვალი (ბუქარესტის დროით 24:00)
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ფრანგულ ენაზე იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3uyULgB
2022 წელი
[wpai_display_imported_files_here]


