გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ნატოს გარდაცვლილი გენერალური მდივნის, მანფრედ ვიორნერის პატივსაცემად გასცემს მანფრედ ვიორნერის სახელობის სტიპენდიას.
სტიპენდია გაიცემა მაღალი კვალიფიკაციის მქონე ახალგაზრდა მეცნიერების, ასევე სამეცნიერო განათლების მქონე ოფიცრებისთვის.
ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს 2 000 ევროს.
სტიპენდიის რაოდენობა: 1
სტიპენდიის ხანგრძლივობა: მაქს. 12 თვე
კანდიდატს, რომელსაც უსარგებლია მანფრედ ვიორნერის სახელობის სტიპენდიით, განაცხადის მეორედ შეტანის უფლება არ აქვს.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 1 მარტი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ დანართი ინგლისურ და გერმანულ ენებზე.
2021 წელი
[wpai_display_imported_files_here]


