ტარტუს უნივერსიტეტის მოკლევადიანი ონლაინკურსი Educational Change in Times of Rapid Technological Innovation

ტარტუს უნივერსიტეტი ორგანიზებას უწევს საგანმანათლებლო ონლაინკურსს „განათლების ცვლილება სწრაფი ტექნოლოგიური ინოვაციების ხანაში“. პროგრამა 2021 წლის 1 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე გრძელდება. კურსი კონცენტრირებულია თანამედროვე განათლების გამოწვევების გამოკვლევაზე და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სწავლებისა და სწავლის მეთოდების ახლებურ წარმოდგენას ციფრული ტრანსფორმაციებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების კონტექსტში.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://bit.ly/3AqfyCp

კურსისთვის, რომლის საფასურია 250 ევრო, სტიპენდიის მოპოვება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს – საბაკალავრო (მე-3 სემესტრიდან), სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს.

სტიპენდია უზრუნველყოფილია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „განვითარების სფეროში თანამშრომლობის“ პროგრამის ფარგლებში.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა შემდეგი დოკუმენტების თანდართვით:

  • ვიდეოკლიპი (მაქსიმუმ 5 წუთი) პროგრამისთვის „Educational Change in Times of Rapid Technological Innovation“;
  • ნიშნების ფურცელი;
  • პასპორტის ასლი;
  • CV.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 17 ოქტომბერი.

2021 წელი

 

 

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი